უნივერსიადის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში ეჯიბრებიან ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად და საკუთარი უნივერსიტეტის ღირსების დასაცავად.
საქართველოს უნივერსიადაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთნენ და წარმატებით ასპარეზობენ.
🥉 პირველი მედალი ძიუდოში! 🥋
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ძიუდოს ტურნირზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი კოღუაშვილმა, მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებასა და გამარჯვებას!






