ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე (პროფესორი)
ეკონომიკის დოქტორი;
სპეციალიზაცია: მენეჯმენტი და ადმინისტრირება
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. იგი წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და სამეცნიერო პროექტში. არის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გამოცემების სარედაქციო საბჭოს წევრი.
წლების განმავლობაში იგი აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამჟამად იკავებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოადგილის პოზიციას, ხოლო 2020 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების წევრი და ექსპერტი.
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ჯილდოთი მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის, აგრეთვე განათლების სფეროში რეფორმების გატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის.
![]()


