ალექსანდრე იაშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
სამართლის პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
ალექსანდრე იაშვილი არის ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ის წლებია ეწევა პროფესიულ საქმიანობას. 2016 წლიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. გასულ წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე, ამავდროულად განიხილავდა საკითხებს სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის გამართულობის თაობაზე.
ალექსანდრე იაშვილი აქტიურად ახორციელებს პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის, ტრენინგის მომხსენებელი და მონაწილე, 5 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. განხორციელებული აქვს სასწავლო ვიზიტები ირლანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში.