ანა მიქელაძე (ასისტენტ–პროფესორი)
სოციოლოგიის პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: სოციოლოგია;
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრეს–სპიკერი.
ანა მიქელაძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. მან აშშ-ში წარმატებით დაასრულა ,,ჩრდილო ტეხასის უნივერსიტეტის” საჯარო პოლიტიკის სერტიფიცირებული ანალიტიკოსის პროგრამები. ის წლების განმავლობაში ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად იკავებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრეს-სპიკერის თანამდებობას. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებული ადვოკატი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით. არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სერტიფიცირებული მოხელე.
ანა მიქელაძე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, ტრენინგის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელია, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის კოორდინატორი, ანალიტიკოსი და ექსპერტ-შემფასებელი.