დავით წულაია (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი
მიმართულება: სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია
დავით წულაიას აქვს პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი სამართლისა და კრიმინოლოგიის საკითხებზე, კერძოდ, იგი არის:
ორი მონოგრაფიის ავტორი: 1) „ეკონომიკურ დანაშაულობასთან ბრძოლის ზოგიერთი კრიმინოლოგიური პრობლემა“ და 2) „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“; 24 სამეცნიერო სტატიის ავტორი, და ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური იურიდიული ლექსიკონების შემდგენელი.
გარდა ამისა, დავით წულაია არის საჯარო ლექციების, სემინარების, ვებინარების, სამეცნიერო სიმპოზიუმების, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი.
დავით წულაია, ასევე მუშაობდა აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებში.