დავით წულაია (ასისტენტ-პროფესორი) 
სამართლის პროგრამის დოქტორანტი
მიმართულება: სისხლის სამართალი
დავით წულაიას აქვს პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი სამართლისა და კრიმინოლოგიის საკითხებზე. არის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური იურიდიული ლექსიკონების შემდგენელი და ავტორი მონოგრაფიის „ეკონომიკურ დანაშაულობასთან ბრძოლის ზოგიერთი კრიმინოლოგიური პრობლემა“. ამჟამად იგი არის ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ამასთანავე, არის საჯარო ლექციების, სემინარების, ვებინარების, სამეცნიერო სიმპოზიუმების, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებში.