ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის მმართველი რგოლის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ეხმარება რექტორს უნივერსიტეტის მართვაში და მისი დანიშნულებაა განახორციელოს ღონისძიებები სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის სისტემატური სრულყოფისათვის, იზრუნოს აკადემიური პერსონალის პროფესიული დონის მუდმივ ზრდაზე და უზრუნველყოს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა. შეიმუშაოს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი იმპლემენტაციისათვის დანერგოს განათლების ხარისხის კულტურა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე და შესაბამისი ფაკულტეტის ექსპერტები, მენეჯერები;
სამსახურის უფროსი: დავით ბოსტოღანაშვილი
სამსახურის უფროსის მოადგილე: ეკა ლუაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
dbostoghanashvili@eeu.edu.ge; eluashvili@eeu.edu.ge
(032) 2 480118
შატილის ქ. 4, ოთახი 14