ქეთევან ქოქრაშვილი (პროფესორი)
სამართლის დოქტორი
მიმართულება: კერძო სამართალი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი
ქეთევან ქოქრაშვილი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი და საჯარო მმართველობის სფეროს გამოცდილი სპეციალისტი. მას მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს სამართლის, სახელმწიფო მმართველობის, საჯარო პოლიტიკის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის მიმართულებებით.
2023 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტს.
სხვადასხვა პერიოდში ეკავა მნიშვნელოვანი საჯარო თანამდებობები, მათ შორის იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი.
ქეთევან ქოქრაშვილი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო გამოცემებში და მოიცავს სამართლის, საჯარო მმართველობის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს.
იგი აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში და ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორია.
ქეთევან ქოქრაშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ევროპული კვლევითი პოლიტიკის ფორმირების პროცესში. 2026 წლიდან არის ევროპული კვლევითი სივრცის (European Research Area – ERA) კომიტეტის წევრი და წარმოადგენს საქართველოს ევროკომისიის ევროპული კვლევითი სივრცის მმართველ სტრუქტურაში. 2023 წლიდან არის ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის (Joint Research Centre – JRC) მმართველი საბჭოს წევრი, ასევე Sustainable Blue Economy Partnership-ის გენერალური ასამბლეის წევრი.
![]()


