გიორგი ლოთიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
არქიტექტურის დოქტორი;
მიმართულება: არქიტექტურა
სამშენებლო რეგულაციების ექსპერტი და შენობების დამგეგმარებელი არქიტექტორი
გიორგი ლოთიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). მას აქვს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება არქიტექტურული დაგეგმარებისა და სამშენებლო რეგულაციების სფეროში. პროფესიული მოღვაწეობა არქიტექტურის მიმართულებით დაიწყო 2001 წელს. არის არქიტექტურული პროექტების გეგმარებითი საექსპერტო შეფასების სპეციალისტი — ეხმარება არქიტექტორებსა და საპროექტო ჯგუფებს გეგმარებითი ხარვეზების აღმოფხვრასა და პროექტების ოპტიმიზაციაში. ფლობს უნიკალურ კომპეტენციას არქიტექტურული პრაქტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (IT/პროგრამირება) სინთეზში. არის არქიტექტორთა სერტიფიცირების პროგრამის ხელმძღვანელი და ავტორი.
გიორგი ლოთიშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ახორციელებს კვლევებს ურბანული გარემოს მიმართულებით და შეისწავლის ქალაქგეგმარებითი პრობლემების გამოვლენასა და მათი გადალახვის მეთოდოლოგიის შემუშავებას. ამასთან ერთად, აწარმოებს კვლევებს თეორიული ფიზიკის მიმართულებით. არის სხვადასხვა სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში.
![]()


