ლუის მარიე დელინგვოთერი (პროფესორი)
ეკონომიკის დოქტორი;
მიმართულება: განათლების მეცნიერებები
ლუიზ მარიე დელინგვოთერი არის ასოცირებული პროფესორი სორბონის პარიზის უნივერსიტეტში (Université Sorbonne Nouvelle, Paris). მისი სადისერტაციო თემაა დიდი ბრიტანეთის მომსახურების ეკონომიკა. მისი კვლევითი საქმიანობა ძირითადად მოიცავს გაერთიანებულ სამეფოში მომსახურების ვაჭრობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს.
ლუიზი ხელმძღვანელობს სორბონის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრს HDEA და არის დოქტორანტთა აღმასრულებელი საბჭოს წევრი. იგი ასევე ახორციელებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს სწავლის პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის იყო დეპარტამენტის მოადგილე და ხელმძღვანელობდა საბაკალავრო პროგრამას საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით.
ლუიზი არის არაერთი სტატიის, პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი. აქვს მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილება ჯანდაცვის, კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის სფეროში. იგი არის Health, Wellness and Society (HWS) ქსელის თავმჯდომარე, აშშ-ის ილინოისის შტატი, ასევე მთავარი რედაქტორი International Journal of Health, Wellness and Society–ის და მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტში Precision Health and Everyday Democracy (PHED), რომელიც დაფინანსებულია შვედური ფონდის STINT–ის მიერ.


