მაკა კარტოზია (პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: კერძო სამართალი;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
მაკა კარტოზია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
მაკა კარტოზიას აქვს პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სემინარისა და ვორკშოპის მონაწილე და ორგანიზატორი. ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.