აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევას. კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ EEU-ს ექიმს (მისამართი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის C ბლოკი, სართული 1, ექიმის კაბინეტი N11)
ექიმის კაბინეტი ემსახურება სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის საწყის შეფასებას, მცირე ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ კონსულტაციასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის რეკომენდაციას. სერვისის მიზანია უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის უსაფრთხო, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო დაზღვევის სერვისით ,,მედისონის’’ კლინიკებში. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე



