ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხელმლძღვანელი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი/Doctor of Business Administration
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლის საფასური: 2500 ლარი (ერთი წელი)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის უპირატესობები:
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აგებული პროგრამის სტრუქტურა, სადაც ოპტიმალურად არის შერწყმული სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი;
- სწავლებისა და კვლევის უმდიდრესი გამოცდილების მქონე უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორები, მეცნიერები, მკვლევრები;
- სამეცნიერო კვლევის უმაღლესი სტანდარტი, დოქტორანტის დარგობრივი და მეთოდოლოგიური დახელოვნება;
- დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი უნარების ჩამოყალიბება, მისი მომზადება მომავალი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის;
- თავისუფალი წვდომა უახლეს დარგობრივ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებზე ელექტრონული და მატერიალური ფორმით, საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტურიზმი, საბანკო საქმე) მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ასევე პირს, რომელსაც გააჩნია მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში, ბიზნესის მართვის გამოცდილება.
- საუნივერსიტეტო გამოცდები: ტესტირება ინგლისურ ენასა და ზეპირ გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში.