აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ომბუდსმენი:
- უზრუნველყოფს უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოს, სადაც სტუდენტები გრძნობენ პატივისცემას და შეძლებენ, იყვნენ გულწრფელები;
- ისმენს სტუდენტის პრობლემებს, უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის, ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში მხარეებს შორის ასრულებს მედიატორის (შუამავლის) ფუნქციას და ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას;
- უნივერსიტეტში ზედამხედველობს სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას;
- ავლენს სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას;
- ეწევა საინფორმაციო და საგანმანთლებლო საქმიანობას (ტრენინგები, პრეზენტაციები, დისკუსიები და ა.შ.) სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით;
- ამოწმებს სტუდენტის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას და რეაგირებს მათი დარღვევის ფაქტებზე როგორც მიღებული განაცხადების/საჩივრების საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით;
- განიხილავს სტუდენტთა განცხადებებსა და საჩივრებს ისეთი ქმედების თაობაზე, რომელიც არღვევს სტუდენტის უფლებებს;
- უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევას, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე აწვდის ინფორმაციას უნივერსიტეტში არსებული შესაბამის პროცედურებსა და რეგულაციებზე;
- სტუდენტებს აცნობს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის განუმარტავს აპელაციის პროცედურებს, აძლევს ლეგალურ რჩევებს;
- შუამდგომლობს სტუდენტს უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან ინფორმაციის მიღებასა და დეტალების გარკვევაში;
- მოუწოდებს დავის მხარეებს მედიაციის პროცესში მონაწილეობისაკენ;
ომბუდსმენს არ აქვს უფლება:
- გაამჟღავნოს საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია;
- შეცვალოს უნივერსიტეტში მოქმედი წესები/სამართლებრივი აქტები;
- შეითავსოს უნივერსიტეტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციები, რამაც შეიძლება შეუშალოს ხელი კონფლიქტის დროს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებაში;
- გასწიოს იურიდიული კონსულტაცია (გითვალისწინეთ, რომ ომბდსმენი არ არის ადვოკატი ის გეხმარებათ/შუამავალია/მედიატორი და არ წყვეტს ვინ არის მართალი ან მტყუანი)