2023 წლის 15 სექტემბერს, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“.
კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი თავაძემ. მონაწილეებს მიესალმნენ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით სიხარულიძე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები:
- ანატოლი ოლექსიენკო (ჰონგ-კონგის განათლების უნივერსიტეტი) – War and Peace: Geopolitics and the Displacement of Ukrainian Academics (ონლაინ-ჩართვა).
- სტეფან კედრონი (ვროცლავის უნივერსიტეტი) – Poland: a (Non-)Colonial Country.
- გიორგი თავაძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) – Post-Soviet scholar: from the spaces of inaction towards public thinking and multiple agoras.
- ვლადიმერ ლიპარტელიანი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი/დარემის უნივერსიტეტი) – American soft power as a catalyst of the Rose Revolution in Georgia.
- თამარ ჩოკორაია (კავკასიის უნივერსიტეტი) – ანტიდასავლური ნარატივი სოციალისტური რეალიზმის საბჭოთა პერიოდის მხატვრულ ლიტერატურაში.
- ლალი ზაქარაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ივან ილინი: ანტიბოლშევიზმიდან რუსული ფაშიზმის იდეოლოგიისკენ.
- გია მასალკინი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – რუსული მიგრაცია (რელოკაცია) საქართველოში და მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციო-კულტურული განზომილებები (ონლაინ-ჩართვა).
- გიორგი არქანია (უახლესი ისტორიის ცენტრი) – საბჭოთა საქართველო – კოლონია თუ მოკავშირე რესპუბლიკა?
- ნიკოლოზ სარაჯიშვილი (უახლესი ისტორიის ცენტრი) – „ხალხთა მეგობრობის“ იდეის ისტორიული საფუძვლები.
- რაჟდენ ჩიხორია (იან კოხანოვსკის სახ. უნივერსიტეტი) – ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესების ურთიერთმიმართება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირებაში (ონლაინ-ჩართვა).
- ირაკლი ჩხაიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „ნამდვილი დემოკრატიის“ ძიებაში: ლიბერალიზმის კრიზისი და პოპულიზმის აღზევება ცენტრალურ ევროპაში (ონლაინ-ჩართვა).
კონფერენციის ფარგლებშიც პოსტკოლონიური თემატიკით დაინტერესებული მკვლევრებმა გამოხატეს საკუთარი პოზიციები, გაიმართა პროდუქტიული დისკუსიები.
კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/კონფერენცია_15.09.2023-პროგრამა.pdf