flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

Horizon Europe -ს პროგრამებისა და მათში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჩართულობის პერსპექტივების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 5 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ევროკომისიის Horizon Europe-ის პროგრამების საკონტაქტო პირი,  კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გივი ქოჩორაძე და არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ მარსაგიშვილი.

Horizon Europe კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.

პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

Horizon Europe  საქართველოს ოფისის მისიაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში “Horizon Europe“ საქართველოს  ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში ქართველ აპლიკანტთა მონაწილეობის გაზრდა. ეროვნული ოფისის  მიზნებია ქართველ აპლიკანტთა ჩართულობის ხელშეწყობა, ტექნიკური დახმარების, მათ შორის თემატური ტრენინგებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფა; Horizon Europe  პროგრამის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სახის  საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებით;                                 Horizon Europe-ს ეროვნული საპარტნიორო ქსელის განვითარება  და საერთაშორისო თანამშრომლობის  გაღრმავების ხელშეწყობა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ფაკულტეტების წარმომადგენლებისა და საგრანტო პროექტებით დაინტერესებული აკადემიური პერსონალის გარდა ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში – შალვა მაჭავარიანი, ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების საკითხში – რუსუდან ჩიქოვანი და ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში – თეა იმედაძე;

პროფ. გივი ქოჩორაძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ევროკომისიის ჩარჩო პროგრამები, Horizon Europe და კონკურსებში მონაწილეობისთვის საჭირო პირობები.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს Horizon Europe კონკურსების თავისებურებები და აღნიშნულ კონკურსებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჩართულობის პერსპექტივები.

კარიერული ცნობიერების ტრენინგ-კურსი
ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის საჯარო ლექცია ,,ემოციური ინტელექტი და XXI საუკუნე”

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University