საქმისწარმოების დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტში ერთიანი დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვა, დოკუმენტაციის მატერიალურად/ელექტრონულად დამუშავება და საარქივო საქმის წარმოება.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის:
- უნივერსიტეტის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ახორციელებს შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის და უშუალო შემსრულებლისათვის მათ მიწოდებას;
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვასა და საჭიროების შემთხვევაში ადრესატებისთვის გადაცემას;
- ახორციელებს უნივერსიტეტში დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების ზოგადი წესის დაცვის კონტროლს;
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად შესრულებული საქმეების არქივში მიღებას, აღრიცხვასა და დაცვას; ასევე, არქივიდან ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების გაცემას;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.