ღონისძიებას წინ უძღოდა ონლაინ კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ პროგრამის მიმოხილვას და სესიას თემაზე „უნივერსიტეტები და გლობალური თანამშრომლობის მომავალი“.
ღონისძიებაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს წარმოადგენდა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით სიხარულიძე.
კვირეულის ფარგლებში პროფესორი დავით სიხარულიძე დაესწრო საზეიმო გახსნასა და ასევე საკვანძო მოხსენებას თემაზე „უნივერსიტეტები, როგორც გლობალური თანამშრომლობის მთავარი აქტორები“. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „უნივერსიტეტები, როგორც გლობალური პარტნიორები“ და მრგვალი მაგიდის დისკუსიაში უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო ჩართულობის შესახებ, აგრეთვე პანელურ სესიაში ევროპული უნივერსიტეტების გლობალური თანამშრომლობის სტრატეგიების თემაზე, რომელიც ჯგუფურ მუშაობასა და პრეზენტაციებს მოიცავდა.
კვირეულის შემდგომ ეტაპზე გაიმართა სესიები როგორც მუნიციპალური დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების როლის შესახებ გლობალურ თანამშრომლობაში, ასევე კონფუცის ინსტიტუტების როლის თაობაზე უმაღლეს განათლებაში გლობალური თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა ვიზიტი ფიგუეირა და ფოშის კამპუსებში, ხოლო ღონისძიება დასრულდა დასკვნითი სესიით, სადაც განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღნიშნული აქტივობების ფარგლებში დამყარდა ახალი პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, გაღრმავდა ცოდნა უცხოური საუკეთესო პრაქტიკის, სასწავლო/სატრენინგო თანამედროვე მეთოდებისა და გლობალური თანამშრომლობის მიდგომების შესახებ.
მიღებული გამოცდილების საფუძველზე, იგეგმება სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო შეხვედრის/ვორქშოფის ორგანიზება კოლეგებისთვის, სადაც გაზიარებული იქნება ღონისძიების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ასევე, დამყარებული საერთაშორისო კონტაქტები გამოყენებული იქნება უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვის, ინტერნაციონალიზაციისა და ერთობლივი პროექტების ინიცირებისთვის.







