აკრედიტაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა სააგენტომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა (გერმანია) სააგენტომ ”ACQUIN” საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა. საერთაშორისო აკრედიტაცია ექვს საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა:
- სამართალის საბაკალავრო პროგრამა (LL.B.)
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა ((LL.M.)
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (180 ECTS, BBA)
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (70 ECTS, MBA)
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (70 ECTS, MBA, ინგლისურენოვანი)
- საექთნო საქმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სინამდვილეში პირველი შემთხვევაა, რომ სამართლის და საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ საერთაშორისო აკრედიტაცია
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ერთ უნივერსიტეტში ექვსი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოს ხელმძღვანელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, აკადემიური სფეროს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობაზე, მიღებული შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის განახლებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მოცემული შედეგი მნიშვნელოვანი აღიარებაა, როგორც კონკრეტული ინსტიტუციის, ასევე ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და პირდაპირი ფაქტორია განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.










































