საუნივერსიტეტო 30%-იანი დაფინანსება პროგრამაზე ჩარიცხული ყველა მაგისტრანტისთვის!
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი: ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ზვიადაძე
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აგრობიზნესის მენეჯმენტის მაგისტრი/ Master of AgroBusiness Management
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლის საფასური: 2500 ლარი (ერთი წელი), საუნივერსიტეტო დაფინანსებით – 1750 ლარი;
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის უპირატესობები:
- შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა, გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი;
- სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება აგრობიზნეს მენეჯმენტის სფეროში არსებულ წამყვან სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ა.შ.)
- ჰოლანდიისა და გერმანიის ქვეყნების აგრარულ სექტორში სტაჟირება და პრაქტიკა.
- აგრობიზნესის მენეჯმენტის სფეროში თანამედროვე კონცეფციებისა და მეთოდების ღრმა და სისტემური ცოდნა, პრობლემების კომპლექსური შეფასება და მათი გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება;
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- საერთო სამაგისტრო გამოცდები
- საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება უცხო ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
- მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 15;