EEU-ში სწავლის პერიოდში თქვენ მიიღებთ სწავლისა და კვლევის განხორციელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას:
- ისწავლე წარმატებით და 2400 ლარი სტიპენდია შენია – ყოველსემესტრული საუნივერსიტეტო 600 ლარიანი სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს!
- წარჩინებულ სკოლადამთავრებულთა სასწავლო გრანტი – თუ ხარ ოქროსმედალოსანი, დამატებით მიიღებთ 20%-იან დაფინანსებას; თუ ხარ ვერცხლისმედალოსანი, დამატებით მიიღებთ 10%-იან დაფინანსებას;
- ერთჯერადი ჯილდო (სპეციალური პრიზები) -ლეპტოპი, პლანშეტი, სასწავლო ვაუჩერი და სხვა, თუ თქვენ გამოირჩევით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტივობებით (სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, სამეცნიერო კონფერენციებში…)
- 5000-ლარიანი გრანტი – სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტები და კვლევითი აქტივობები ფინანსდება!
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები, ვორკშოპები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
- EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირება;
დასაქმება და სტაჟირება
EEU-ს კურსდამთავრებულების 84% დასაქმებულია!
- EEU-ს პარტნიორია 300-ზე მეტი ორგანიზაცია, სადაც სტუდენტები საუნივერსიტეტო დაფინანსებით ტრეინინგებსა და სტაჟირებას გადიან; სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ;
- EEU აშშ–ს მსოფლიო განათლების მომსახურების (WES–WORLD EDUCATION SERVICES) ორგანიზაციის წევრია და ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა მოიპოვოს მობილობის უფლება, მიიღოს შეფასება/რეკომენდაცია, განათლების კვალიფიკაციის აღიარება აშშ–სა და კანადის ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმების უფლების მიღების მიზნით
- შიდასაუნივერსიტეტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ფაკულტეტებსა და ადმინისტრაციულ სამსახურებში სტუდენტების სტაჟირებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სტაჟირებას EEU-ს სხვადასხვა სამსახურში და სტაჟირების დასრულების შემდეგ ხშირად ამავე სამსახურში საქმდებიან პროფილის შესაბამისად.
- EEU ჩართულია სტუდენტური სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში და ყოველწლიურად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას საჯარო სამსახურში.
- EEU-ს ჰყავს 50-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება;
- სტუდენტთა კარიერული განვითარებისთვის ეწყობა დასაქმების ფორუმები, ტრენინგები, მუდმივ რეჟიმში ხდება ვაკანსიების შესახებ ინფორმირება, ინდივიდუალური კონსულტაციები, იმიტირებული გასაუბრებები და ა.შ.
🌐დეტალები იხ. ბმულზე
სხვა სერვისები
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი. სტუდენტებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას/კონსულტაციას სთავაზობს. მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება (მაგალითად, სირთულეები სოციალურ სიტუაციებში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში), შიშები და სხვა. კონსულტაცია ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ შეხვედრებს და ამ მიმართულებით სტუდენტებს მომსახურებას უწევენ EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერებების კვლევითი ცენტრის “ლაბორატორია Z”- ის სპეციალისტები. EEU სტუდენტებს ასევე სთავაზობს კეთილდღეობის მიმართულებით მოქმედ სტუდენტურ კლუბებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას (პოდკასტები, ვიდეოტუტორიალები, ვორქშოპები), რომლებიც მიმართულია სტუდენტების ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მხარდაჭერისკენ. დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/med-p-support/
- სამედიცინო მომსახურების სერვისი და უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევას. კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ EEU-ს ექიმს (მისამართი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის C ბლოკი, სართული 1, ექიმის კაბინეტი N11); აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო დაზღვევის სერვისით ,,მედისონის’’ კლინიკებში. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/med-p-support/
- არაფორმალური განათლების სერვისები – სტუდენტთა პროფესიული ზრდის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს, სასერტიფიკატო კურსებს, საჯარო ლექციებს და ა.შ. დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/უწყვეტი-განათლება/
- სტუდენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისები – უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი. ომბუდსმენი ზედამხედველობს სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განიხილავს საჩივრებს ისეთი ქმედების თაობაზე, რომლებიც არღვევს მათს უფლებებს. სტუდენტის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის, ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში მხარეებს შორის ასრულებს მედიატორის (შუამავლის) ფუნქციას და ხელს უწყობს ეფექტიან კომუნიკაციას; სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი არის კონფიდენციალური, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და არაფორმალური სტუდენტური რესურსი, სერვისი და ავსებს ფორმალურ პროცესებს. ეწევა საინფორმაციო და საგანმანთლებლო საქმიანობას (ტრენინგები, პრეზენტაციები, დისკუსიები, კონსულტაციები და ა.შ.). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/studenturi-ombudsmeni/
- ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მიმართული სერვისები – სწავლის უნივერსალური დიზაინი (UDL), ისგ, ციფრული და დისტანციური სერვისები, აკადემიური, კვლევითი და SOFT უნარების განვითარება. დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/inclusive/
- ,,სილქნეთის’’ კორპორატიული ქსელი – კორპორატიული მობილური ნომრების უფასოდ გაცემა, სპეციალური საშეღავათო პირობები და მომსახურების ლოკალურად გაწევა სილქნეთის ოფისში მისვლის გარეშე



