ასოციაციის სახელწოდება: ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია „ასმა“
პრეზიდენტი: გიორგი ახალკაცი
კლუბის დაარსების წელი: 2019 წელი
კლუბის მიზანი და დანიშნულება / მისია
ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია „ასმა“ აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხებით.
კლუბის მიზანია შექმნას ინტელექტუალური და ინტერაქტიული სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ:
- საერთაშორისო ურთიერთობების, გლობალური პოლიტიკისა და თანამედროვე გამოწვევების სიღრმისეულად შესწავლას;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
- დებატებში, დისკუსიებსა და სიმულაციურ აქტივობებში (მაგ. მოდელირებული პროცესები) აქტიურ ჩართულობას;
- კვლევითი უნარების გაძლიერებას და სხვადასხვა აკადემიური ნაშრომის (სტატიები, მოხსენებები და სხვა) მომზადებას.
კლუბი ასევე ისახავს მიზნად ახალგაზრდებში საჯარო მმართველობის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს პოპულარიზაციას და მათ პროფესიულ განვითარებაზე ხელშეწყობას.
კლუბის აქტივობები
- საინფორმაციო და თემატური შეხვედრები (,,საჯარო მოხელეთა აუდიტორია ,,ასმას“ საქმიანობა და დაგეგმილი აქტივობები“, “მომავალი საჯარო მოხელის კომპეტენციები“ და სხვა);
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები („საერთაშორისო უსაფრთხოება და დემოკრატია“, „გენოციდი, ჰოლოკოსტი და შეიარაღებული კონფლიქტები“, „თანამედროვე მიგრაციული პროცესები და ტრეფიკინგი“ და სხვა);
- საჯარო ლექციები მოწვეული სპიკერების მონაწილეობით (გიგა აბუსერიძის საჯარო ლექცია – „საქართველოს ეკონომიკური ევოლუცია გლობალიზაციის პირობებში“, ანდრო გოცირიძის საჯარო ლექცია – ,,კიბერსივრცე-სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი განზომილება”, ,,კიბერსივრცე-სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი განზომილება” და სხვა);
კლუბში გაწევრიანება
კლუბში გაწევრიანებისთვის გადადით ბმულზე:
https://eeu.edu.ge/club-survey-2/

















