2025 წლის 14 მაისს, ERASMUS+ -ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი ბოგდან იფტიმი ეწვია და სტუდენტებისთვის გამართა სემინარი: ,,გლობალიზაციის გამოწვევები და ხედვები: ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება აკადემიური მობილობისა და სტრატეგიული ხედვის მეშვეობით”.
სემინარის მიზანი იყო სტუდენტთა ინფორმირება ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პროფესორმა ბოგდან იფტიმიმ ისაუბრა ინტერნაციონალიზაციის ასპექტებზე, კვლევით და სასწავლო საქმიანობაში პროფესიულ განვითარებაზე და მისცა საინტერესო რჩევები.
სემინარი დასრულდა დისკუსიით. შეხვედრის ყველა მონაწილეს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ასევე შეხვდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, თამთა ლეკიშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, თეონა ხაჩიძეს.