ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ავთანდილ გაგნიძე, ასოცირებული პროფესორი თამთა ლეკიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში/ Master of Business Administration (MBA) in Finance
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 ECTS კრედიტი. პროგრამა შედგება ორი თანმიმდევრული 60 ECTS კრედიტიანი ნაწილისგან
სწავლების ენა: ინგლისური
მიღების წინაპირობა: საერთო სამაგისტრო გამოცდები (საქართველოს მოქალაქეებისთვის), სამაგისტრო გამოცდების გარეშე (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის); შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები – ინგლისური ენა B2 დონე, გასაუბრება სპეციალობაში
სწავლის ყოველწლიური საფასური: 4000 დოლარი (ორმაგი დიპლომის შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას არსებული სწავლის საფასურის გათვალისწინებით).
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა:
ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დამატებით მიიღონ ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
პროგრამის უპირატესობები:
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას: ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ორმაგი დიპლომი – ქართული და პოლონური) და სხვა უნივერსიტეტებში;
- უცხოელი და ქართველი პროფესორები, პრაქტიკოსი კვალიფიციური ლექტორები;
- სტუდენტზე ორიენტირებული თანამედროვე სტანდარტების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით შემუშავებული სასწავლო პროგრამა;
- ფინანსების მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევებისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
- დასაქმებისა და სტაჟირების რეალური შესაძლებლობა უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში;
- გაცვლითი პროგრამები საუნივერსიტეტო და ERASMUS+ დაფინანსებით ბრემენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია),ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში (რუმენითი), აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია), პენთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი), ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი) და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.


