აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივით მიმდინარე წლის 20 მარტს, 16:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში (401) სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ,,კარიერული შესაძლებლობები საქართველოს ბანკში“.
ღონისძიების მიზანია კარიერული ცნობიერების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და მოტივაცია.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- ორგანიზაციის საქმიანობისა და კულტურის მიმოხილვა;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
- სტუდენტებისთვის საინტერესო პოზიციებისა და განვითარების საფეხურების გაცნობა.
სპიკერები:
- ეთუნა ქობალია – შერჩევის სამსახურის უფროსი – მასობრივი და ოპერაციული პოზიციები;
- თამარა ჭანტურიშვილი – კომუნიკაციების სწავლების და განვითარების სამსახურის უფროსი.
შეხვედრის ბოლოს აუდიტორიას საშუალება ექნება, დასვას კითხვები და გაეცნოს საქართველოს ბანკში დასაქმების, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://forms.gle/AfYsmB1QRh31RYfKA


