გსურს Erasmus+-ის დაფინანსებით გაემგზავრო ევროპაში, ისწავლო კოიმბრას უნივერსიტეტში (პორტუგალია) და მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება?
მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! გახდი ერასმუსელი!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (გაზაფხულის სემესტრი მოიცავს შემდეგ პერიოდს: სასესიო პერიოდი – 03.02.2025-22.05.2025; საგამოცდო პერიოდი: 06.06.2025-25.07.2025) კოიმბრას უნივერსიტეტში (პორტუგალია) Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU და კოიმბრას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (ფსიქოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების) სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა, გაცვლითი ერთი სემესტრი გაატაროთ კოიმბრას უნივერსიტეტში, ეზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებას, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება!
დაფინანსება მოიცავს:
- ყოველთვიურ სტიპენდიას: 850 ევრო;
- მგზავრობის ხარჯებს: 820 ევრო;
- დაზღვევის ანაზღაურებას: 250 ევრომდე.
სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი
- სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით;
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 11.10.2024-24.10.2024.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის მეორე წლიდან, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
შერჩევის პროცესი ხორციელდება 3 ეტაპად:
- დოკუმენტაციის შემოწმება;
- გამოცდა ინგლისურ ენაში: 28 ოქტომბერი 2024 (იხ. ტესტის ნიმუში);
- გასაუბრება: 30 ოქტომბერი 2024.
ინგლისური ენის გამოცდიდან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს:
- უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში აღებულ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს: TOEFL, IELTS, CAMBRIDGE ან
- უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ ცნობას (სადაც სწავლების ენა იყო ინგლისური).
სააპლიკაციო დოკუმენტები
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განაცხადის ფორმა (იხ. დანართი);
- სამოტივაციო წერილი;
- პასპორტის ასლი (პასპორტის არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა);
- CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ს მითითებით;
- ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სარეკომენდაციო წერილი.
საბუთების მიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (ოთახი 102) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.