flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

განხორციელებული აქტივობები

ვორქშოპების სერია: ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა
პუბლიკაციები სორბონის უნივერსიტეტის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში - International Journal of Health, Wellness & Society
წიგნი “The Unequal Costs of Covid-19 on Well-being in Europe”
სამეცნიერო სტატია: “კეთილდღეობის როლი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომაში“
სასწავლო კურსის სილაბუსები
ვორქშოპების სერია: ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფიზიკური მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინიციატვით მიმდინარე სასწავლო წელს გაიმართა ვორქშოპების სერია კეთილდღეობის შესახებ.

პირველი ვორქშოპი დაეთმო კეთილდღეობის ზოგად მნიშვნელობას, რომელსაც უძღვებოდა EEU-ს რექტორი, ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (PMSW) – კახაბერ ლაზარაშვილი.

მეორე შეხვედრის ფარგლებში წარდგენილ იქნა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შეეხება აკადემიური პერსონალის კეთილდღეობაზე მოქმედ ფაქტორებს. შეხვედრას უძღვებოდა ფიზიკური მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი – ნათია გეგელაშვილი.

რიგით მესამე ვორქშოპი გაიმართა EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარის (PMSW) დავით სიხარულიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრა დაეთმო სტუდენტების მენტალური კეთილდღეობის შესახებ ჩატარებულ კვლევას. აღნიშნული კვლევის დახმარებით შესწავლილ იქნა კავშირი სტუდენტების მენტალურ კეთილდღეობასა და აკადემიურ მოსწრებას შორის.

პუბლიკაციები სორბონის უნივერსიტეტის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში - International Journal of Health, Wellness & Society

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის ფიზიკური მენტალური სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (PMSW) მიერ დაგეგმილი ვორქშოპების სერიის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წელს კეთილდღეობის შესახებ ჩატარდა ორი კვლევა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კითილდღეობის შესახებ. აღნიშნული კვლევების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა სორბონის უნივერსიტეტის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Health, Wellness & Society.

             სტატიები:

  • „აკადემიური პერსონალის კეთილდღეობაზე მოქმედი ფაქტორები“

ავტორი:

ნათია გეგელაშვილი –  EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  მკვლევარი (PMSW);

  • „სტუდენტების მენტალური კეთილდღეობის გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე“.

ავტორები:

დავით სიხარულიძე – პროფესორი, ეკონომიკის  დოქტორი; EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი (PMSW);

ვასილ კიკუტაძე –პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი; EEU-ს  ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი (PMSW);

თამთა ლეკიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;  EEU-ს  ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი (PMSW);

თამარ თხელიძე – განათლების მეცნიერებების მაგისტრი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი (PMSW);

წიგნი “The Unequal Costs of Covid-19 on Well-being in Europe”

სორბონის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა წიგნი  “The Unequal Costs of Covid-19 on Well-being in Europe”, რომელის პრეზენტაციაც გამიართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. წიგნში წარმოდგენილია კეთილდღეობის ფართო ანალიზი და პოლიტიკის შედეგები ევროპაში. ნაშრომი ფოკუსირებულია უთანასწორობასა და კეთილდღეობაზე Covid-19-ის დროს და მოიცავს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ პანდემიით გამოწვეული ცვლილებებისა და შედეგების  შედარებით კვლევებს.

წიგნის ერთ-ერთი თავი  დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარების ნაშრომს: –  „The Economic Repercussions of Covid-19 and Well-Being in Georgia“.

ავტორები:

კახაბერ ლაზარაშვილი – განათლების  დოქტორი, პროფესორი; რექტორი.

დავით სიხარულიძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვასილ კიკუტაძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი; ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;

თამთა ლეკიშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

წიგნი გამოიცა საერთაშორისო მაღალრეიტინგული გამომცემლობის Springer-ის მიერ.

სამეცნიერო სტატია: “კეთილდღეობის როლი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომაში“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულში გამოქვეყნდა ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარის ნათია გეგელაშვილის სტატია თემაზე: “კეთილდღეობის როლი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომაში“. სტატიაში დეტალურადაა განხილული კავშირი, კეთილდღეობასა და სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას შორის, კეთილდღეობასთან დაკავშირებული მიდგომები და სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის კონტექსტში არსებობს.

სასწავლო კურსის სილაბუსები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფიზიკური მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამისთვის შეიმუშავა სამი კურიკულუმი, რომელიც ეყრდნობა იუნესკოს საერთაშორისო ტექნიკურ სახელმძღვანელოს სექსუალური განათლების შესახებ. აღნიშნული კურიკულუმები ორიენტირებულია არამხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე, არამედ მოიცავს პედაგოგების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებს.

  • ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა სკოლამდელ ასაკში;
  • ეთნოსი, იდენტობა და კულტურული კონტექსტი სკოლამდელ ასაკში;
  • მასწავლებლის სოციო-ემოციური მიდგომა და მისი გავლენა სწავლა-სწავლებაზე.

  • ცენტრის შესახებ
  • სიახლეები
  • მკვლევარები
  • კვლევითი პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • განხორციელებული პროექტები
  • კვლევითი გრანტები
  • კონტაქტი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University