20 მაისს, 20:00 საათზე (თბილისის დროით), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის განხორციელდება ონლაინ ტრენინგი: ციფრული პედაგოგიკა. ტრენინგის მიზანია პერსონალის პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა.
სპიკერი: დოქტორი რობინ სუბი (Dr Robin Subi) – უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეფო საზოგადოების წევრი, IHSCM-სა და BGA-ის წევრი. იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას არდენის უნივერსიტეტში (ლონდონი), ასევე თანამშრომლობს ბოლტონის უნივერსიტეტთან და ბუკინგემშირის ნიუ უნივერსიტეტთან. დოქტორ რობინს განათლება მიღებული აქვს სფეროს დასავლეთ ლონდონის უნივერსიტეტსა და ოქსფორდ-ბრუკის უნივერსიტეტში ციფრულლი პედაგოგიკისა და უმაღლეს განათლებაში სწავლების მიმართულებებით. იგი ფლობს Canterbury Christ Church უნივერსიტეტის პროფესიულ სერტიფიკატს განათლებასა და სწავლებაში.
ტრენინგი განხორციელდება თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით, დოქტორი რობინი გამოირჩევა ხელმისაწვდომი და ინტერაქციული სწავლების ტექნიკებით.
განხორციელების განრიგი: 20.05.2022, 20:00 საათზე
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად, MS TEAMS-ში
ტრენინგზე დასწრების ბმული: https://bit.ly/3w1z3kJ