მიმდინარეობს რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე – DL101GE
საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად, უფასოდ და ქართულ ენაზე, გაიაროს ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, მიიღოს საერთაშორისო სერტიფიკატი და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვა სპეციალიზებული კურსების შესწავლა.
კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები.
კურსი უფასოა და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
კურსი მოიცავს 12 მოდულს და გრძელდება 6 კვირა. სწავლების პროცესს დამოუკიდებლად მართავს მონაწილე, ინდივიდუალურად ეცნობა სასწავლო მასალას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს კურსის ტუტორებს და სხვა მონაწილეებს სადისკუსიო ფორუმზე.
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ელექტორნული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზე მას შეეძლება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სხვა სპეციალიზებული კურსების გავლა.
კურსზე რეგისტრაციის დასრულების ვადა არის 2022 წლის 27 აპრილი
კურსის მიმდინარეობის პერიოდი: 28.04.2022 – 8.06.2022
გამოცდის თარიღები: 11.06.2022-12.06.2022
კურსზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://rb.gy/ueefqz
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/