flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

დოქტორანტთა ყოველწლიური რიგით მესამე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU)  განათლების მეცნიერებების ფაკულტეტისა და სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ინიციატივით მიმდინარე წლის 6 დეკემბერს დოქტორანტთა რიგით  მესამე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

კონფერენცია გახსეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და EEU-ს აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა. 

მონაწილეებს მიესალმნენ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი-  ლაშა მარგიშვილი, სადოქტორო და უმაღლესი განათლების  კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ემერიტუსი პროფესორი პოლ გიბსი და  EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გამოიცა დოქტორანტთა კონფერენციის მეორე კრებული  (რედ. პოლ გიბსი, ქეთევან აფთარაშვილი),  რომლის პრეზენტაციაც დოქტორანტთა მესამე ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელად მოწვეული იყო სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი)  პროფესორი და EEU-ს განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი – ლუიზ დელინგუოთერი, რომელმაც წარადგინა მოხსენება დოქტორანტთა გამოწვევებზე 21-ე საუკუნეში და გამართა დისკუსია დოქტორანტებთან მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 10 სხვადასხვა კერძო და საჯარო უნივერსიტეტის 50-მდე დოქტორანტი. ღონისძიება მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:

  • განათლება, ბიზნესი და ეკონომიკა (მოდერატორები: პროფ. დავით ჩერქეზიშვილი, პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი, პროფ. დავით სიხარულიძე, პროფ. ლუიზ დელინგუოთერ, პროდ. ვასილ კიკუტაძე)
  • სამართალი (მოდერატორები: პროფ. შალვა კვინიხიძე, პროფ. ზუხრა მაცაბერიძე)

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებიც მიმართული იყო დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ: მათ შორის, ეფექტიანი კომუნიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია, აკადემიური წერის უნარები და კარიერული განვითარება. აქტივობების ფარგლებში დოქტორანტებმა მიიღეს ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და დოქტორანტთა მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალების (2024) კრებული, რომელიც აერთიანებს 2024 წლის 6 ივლისს გამართულ დოქტორანტთა  მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს. ამავდროულად დაანონსდა დოქტორანტთა მე-4 სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სამეცნიერო შრომების კრებულის გამოცემა.

კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/agenda.pdf 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ქეთევან აფთარაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი)
  • ანი ყველაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე)
  • მარიამ ლიკლიკაძე (წევრი, EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელი)
  • თეონა ხაჩიძე (წევრი, EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი)
  • ნათია გეგელაშვილი (წევრი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი)

https://kvira.ge/ https://kvira.ge/
https://www.interpressnews.ge/ https://www.interpressnews.ge/

EEU კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება 2025

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University