ცენტრის მიზნებია:
- დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა-სწავლებისა და კვლევის პროცესის განვითარება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა;
- უმაღლესი განათლების მიმართულებით მეცნიერული კვლევების წარმოება და რეგიონში დარგის განვითარების ხელშეწყობა.
დასახული მიზნების განსახორციელებლად ცენტრი:
- მონაწილეობს სადოქტორო კანდიდატების შერჩევის პროცესში;
- შეისწავლის და აფასებს დოქტორანტების კვლევით უნარებსა და კვლევით პოტენციალს;
- დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარების მიზნით ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს („ვორქშოპებს“), ახდენს სამეცნიერო კონფერენციებისა და სეზონური სკოლების ორგანიზებას;
- სწავლების პროცესის განვითარების მიზნით დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, და სამუშაო შეხვედრებს, ახდენს სეზონური სკოლების ორგანიზებას;
- აფასებს დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესებს (შიდა გამოკითხვები, მონაცემთა ანალიზი და ა.შ.) და აკვირდება დოქტორანტთა აკადემიურ პროგრესს;
- მონაწილეობს სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და გაუმჯობესების პროცესებში;
- მონაწილეობს უნივერსიტეტის კვლევითი ეთიკის სტანდარტების დანერგვა-განვითარების პროცესში;
- ახდენს დოქტორანტთა კონსულტირებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს დოქტორანტურის საფეხურზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების კვლევითი ეთიკის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით;
- გეგმავს და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი პროექტებს უმაღლესი განათლების კვლევების მიმართულებით და გამოსცემს სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებს (მონოგრაფიებს, სამეცნიერო კრებულებს, ჟურნალებს და ა. შ.);
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ფონდებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
- მონაწილეობს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებაში.
ცენტრის დირექტორია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ გიბსი.