აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით 31 აგვისტოდან 03 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა სადოქტორო საზაფხულო სკოლა.
სადოქტორო საზაფხულო სკოლა განხორციელდა EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა სადოქტორო პროგრამით დაინტერესებული კანდიდატების მომზადებას სადოქტორო სწავლებისათვის.
საზაფხულო სკოლას ხელმძღვანელობას უწევდა დოქტორი ლუიზ დელინგუოთერ, რომელიც არის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, EEU-ს აფილირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი EEU-ში.
საზაფხულო სკოლის გახსნის ეტაპზე მსმენელებს მიესალმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დეკანი, ქეთევან აფთარაშვილი,
პროფესორ ლუიზ დელინგუთერთან ერთად მონაწილეების აკადემიური და კვლევითი უნარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ლექციები წაიკითხეს საზაფხულო სკოლის განხორციელებაში ჩართულმა პროფესორ-მასწავლებლებმა:
დავით სიხარულიძე – პროფესორი, EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ქეთევან აფთარაშვილი – ასოცირებული პროფესორი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი.
ასევე, ნათია გეგელაშვილმა, რომელიც არის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, მსმენელებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: EEU PHD Student Research Journey
სადოქტორო საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.







