სასერტიფიკატო კურსის შესახებ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე: ,,დრამ-თერაპია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (შშმ) ურთიერთობის სტანდარტები’’.
პირველად საქართველოს რეალობაში გთავაზობთ ინოვაციურ, მრავალფეროვან და მოქნილ კურსს დარგის ექსპერტებისგან. კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, დრამ-თერაპიის საშუალებით გაეცნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებულ პრობლემებსა და მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარების გზებს.
ტრენინგ-მოდული აგებულია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სასერტიფიკატო კურსის მიზანს წარმოადგენს მსმენელთათვის შშმ პირთა შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება, მათ მიმართ წარმოქმნილი დისკრიმინაციული მიდგომების გამოვლენა და შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის ხელშეწყობა.
სწავლება განხორციელდება თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა: ენერჯაიზერები, იმიტირებული თამაშები, ფოტო და ვიდეო ჩვენებები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, პრეზენტაციები და ა.შ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება შშმ პირთა შესახებ არსებული პრობლემები, მათი აღმოფხვრის გზები და შეეძლება ნებისმიერი ტიპის შშმ პირთან კომუნიკაციის დამყარება.
კურსის თემატიკა/პროგრამა
- ვინ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- რა ქმნის შეზღუდულ შესაძლებლობებს;
- რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს;
- კომუნიკაციის დამყარების სტანდარტები სხვადასხვა ტიპის შშმ პირთან;
- ტერმინები, რომლებიც ქმნის ნეგატიურ და პოზიტიურ დამოკიდებულებას შშმ პირთა მიმართ;
- საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ.
სესიის დიზაინი ნიმუშის სახით იხ. ბმულზე
ტრენერები
ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი – მუსიკალური თეატრის მსახიობი, რეჟისორი, მრავალი სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებლი დღის ცენტრის დრამ-თერაპეპტი, ინტეგრირებუი თეატრის „აზდაკის ბაღი“ და სხვადასხვა თეატრალური სკოლა-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ანნა ნაზღაიძე – შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორი; საერთაშორისო დონის ტრენერი; შშმ პირთა უფლებადამცველი; დამოუკიდებელი ექსპერტი; Life ქოუჩი, ადაპტიური სპორტის მაგისტრი.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
- საკონტაქტო საათების რაოდენობა: 15 საათი;
- შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: ხუთი შეხვედრა, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი;
სამუშაო ენა: ქართული
კურსის განხორციელების ფორმატი: პირისპირ
კურსის განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU); მისამართი: ქ. თბილისი, ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) https://rb.gy/wg90fp
წინასწარი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კურსის დეტალური განრიგი განთავსდება ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/saseerifikato-ganrigi-3/
კურსზე მიღების პროცედურა/დაშვების წინაპირობა:
სასერტიფიკატო კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/ipWrUnv45hNJvDPQ6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 9 აპრილი
სასერტიფიკატო კურსის ღირებულება: 250 ლარი
საუნივერსიტეტო დაფინანსება: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პერსონალისთვის მოქმედებს საუნივერსიტეტო 50%-იანი დაფინანსება.
სასერტიფიკატო კურსის საფასურის გადახდა 10 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია TBC ,,პროკრედიტ ბანკის” და ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, ასევე ფეიბოქსის აპარატებიდან (NOVA, TBC Pay). გადახდის დროს აუცილებელია სწორად იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
საბანკო ანგარიშები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/sabanko-angarishi/
სერტიფიკატი
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.