flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

გრძელდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე: დრამ-თერაპია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (შშმ) ურთიერთობის სტანდარტები

სასერტიფიკატო კურსის შესახებ
კურსის თემატიკა/პროგრამა
ტრენერები
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
კურსზე მიღების პროცედურა/დაშვების წინაპირობა:
სერტიფიკატი
სასერტიფიკატო კურსის შესახებ

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე: ,,დრამ-თერაპია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (შშმ) ურთიერთობის სტანდარტები’’.

პირველად საქართველოს რეალობაში გთავაზობთ ინოვაციურ, მრავალფეროვან და მოქნილ კურსს დარგის ექსპერტებისგან.  კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, დრამ-თერაპიის საშუალებით გაეცნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებულ პრობლემებსა და მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარების გზებს.

ტრენინგ-მოდული აგებულია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სასერტიფიკატო კურსის მიზანს წარმოადგენს მსმენელთათვის შშმ პირთა შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება, მათ მიმართ წარმოქმნილი დისკრიმინაციული მიდგომების გამოვლენა და შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის ხელშეწყობა.

სწავლება განხორციელდება თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა: ენერჯაიზერები, იმიტირებული თამაშები, ფოტო და ვიდეო ჩვენებები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, პრეზენტაციები და ა.შ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება შშმ პირთა შესახებ არსებული პრობლემები, მათი აღმოფხვრის გზები და შეეძლება ნებისმიერი ტიპის შშმ პირთან კომუნიკაციის დამყარება.

კურსის თემატიკა/პროგრამა
  1. ვინ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  2. რა ქმნის შეზღუდულ შესაძლებლობებს;
  3. რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს;
  4. კომუნიკაციის დამყარების სტანდარტები სხვადასხვა ტიპის შშმ პირთან;
  5. ტერმინები, რომლებიც ქმნის ნეგატიურ და პოზიტიურ დამოკიდებულებას შშმ პირთა მიმართ;
  6. საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ.

სესიის დიზაინი ნიმუშის სახით იხ. ბმულზე

ტრენერები
სასერტიფიკატო კურსს გაუძღვებიან:

ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი – მუსიკალური თეატრის მსახიობი, რეჟისორი,  მრავალი სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებლი დღის ცენტრის დრამ-თერაპეპტი, ინტეგრირებუი თეატრის „აზდაკის ბაღი“ და სხვადასხვა თეატრალური სკოლა-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანნა ნაზღაიძე – შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორი; საერთაშორისო დონის ტრენერი; შშმ პირთა უფლებადამცველი; დამოუკიდებელი ექსპერტი; Life ქოუჩი, ადაპტიური სპორტის მაგისტრი.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
კურსის ხანგრძლივობა და სავარაუდო დაწყების თარიღი

  • საკონტაქტო საათების რაოდენობა: 15 საათი;
  • შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: ხუთი შეხვედრა, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი;

სამუშაო ენა: ქართული

კურსის განხორციელების ფორმატი:  პირისპირ

კურსის განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU); მისამართი: ქ. თბილისი, ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) https://rb.gy/wg90fp

წინასწარი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კურსის დეტალური განრიგი განთავსდება ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/saseerifikato-ganrigi-3/

კურსზე მიღების პროცედურა/დაშვების წინაპირობა:

სასერტიფიკატო კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/ipWrUnv45hNJvDPQ6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 20 მაისი

სასერტიფიკატო კურსის ღირებულება: 250 ლარი

საუნივერსიტეტო დაფინანსება: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პერსონალისთვის მოქმედებს საუნივერსიტეტო 50%-იანი დაფინანსება.

სასერტიფიკატო კურსის საფასურის გადახდა 20 მაისის ჩათვლით შესაძლებელია TBC ,,პროკრედიტ ბანკის” და ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, ასევე ფეიბოქსის აპარატებიდან (NOVA, TBC Pay). გადახდის დროს აუცილებელია სწორად  იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

საბანკო ანგარიშები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/sabanko-angarishi/

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მარიამ ლიკლიკაძე - EEU უწყვეტი განათლების ცენტრის სპეციალისტი
+995 595 101 191
llc@eeu.edu.ge

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის წევრი გახდა!
საჯარო ლექცია: „ილია ჭავჭავაძე დანაშაულობის კონცეფციაზე”

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University