აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ ლაზარაშვილი და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ელენე ზურაბიშვილი დუბაიში გამართულ Global Education & Training Exhibition (GETEX) 2025 მონაწილეობდნენ.
GETEX წარმოადგენს რეგიონის წამყვან საგანმანათლებლო გამოფენას, რომელსაც ყოველწლიურადათასობით სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, მშობელი და სხვა დაინტერესებული პირი ესწრება.
ღონისძიების ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ინგლისურენოვანი პროგრამები და სწავლის შესაძლებლობები, დეტალურად ისაუბრეს პროგრამების უპირატესობებზე, სტუდენტებისთვის შეთავაზებულ მხარდამჭერ ღონისძიებებსა და უნივერსიტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო EEU-ს საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.