აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები.
გამართული კენჭისყრის შედეგად ფაკულტეტის საბჭოს აკადემიური წევრები გახდნენ: სერგო დურგლიშვილი და მარინა ქავთარაძე
ფაკულტეტების საბჭოს სტუდენტი წევრები გახდნენ: მირანდა კუკანია და ლელა ბუბუნაშვილი.
ვულოცავთ თითოეულ მათგანს ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, ვუსურვებთ წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას.
არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.