flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი MediKlick 2026 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე ინდოეთში

2026 წლის 19 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, გიორგი თათანაშვილი, ეკატერინე ბენიაშვილი, ანა ფირცხალია და ეკატერინე ქემერტელიძე სამუშაო ვიზიტით ინდოეთის კერალას შტატში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ უნივერსიტეტი წარადგინეს კოჩიში, კალიკუტში, მალაპურამში, ტრივანდრუმში, ვარკალაში, კოტაიამსა და სხვა ქალაქებში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებზე MediKlick 2026 

ვიზიტის მთავარ მიზანს EEU-ის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამების პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო აპლიკანტებისთვის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიებები მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისათვის.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ პოდკასტსა და ინტერვიუში, სადაც საერთაშორისო აუდიტორიას გააცნეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, ქვეყნის საგანმანათლებლო გარემო და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობები. გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები, საინფორმაციო შეხვედრები და პრეზენტაციები მომავალ სტუდენტებსა და მათ მშობლებთან. შეხვედრებისას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამსწრეებს დეტალურად გააცნეს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამები, სასწავლო პროცესი, საერთაშორისო აკადემიური გარემო, კლინიკური სწავლების შესაძლებლობები და EEU-ში სწავლის ძირითადი უპირატესობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურას, ახლად გახსნილ კლინიკური უნარების ცენტრს, კლინიკურ ბაზებს, სტუდენტებზე ორიენტირებულ მხარდამჭერ სერვისებსა და იმ პრაქტიკულ შესაძლებლობებს, რომლებიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის თეორიული, კლინიკური და პროფესიული ცოდნის მიღებაში ეხმარება.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრები. EEU განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კურსდამთავრებულებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნებას, მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს.

საგანმანათლებლო გამოფენებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო აპლიკანტებს შორის, რის შედეგადაც უნივერსიტეტმა მრავალ პოტენციურ სტუდენტთან დაამყარა პირდაპირი კომუნიკაცია და გააფართოვა თანამშრომლობის შესაძლებლობები ადგილობრივ პარტნიორებთან.

II საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა
EEU კულტურის ფესტივალი – CHARISMA 2026

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University