⚖ ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესების ეროვნული შეჯიბრი. მასში საქართველოს ყველა წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.
შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები გადავიდნენ.
🕚 სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესების ეროვნული შეჯიბრის ფინალი 28 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრებს, მამუკა მახარაძეს, თორნიკე გოგეშვილს, გრიგოლ კიკაბიძეს, გიორგი ზუბიაშვილს, მარიამ ბეგაშვილსა და ნინი კერატიშვილს, ულოცავს მიღწეულ წარმატებას!