flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

2022 წლის 1 თებერვალიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ინჟინერიის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის მეცნიერებათა  ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

  • 2 ვაკანსია – მიმართულება: განათლების მეცნიერებები
  • 2 ვაკანსია – მიმართულება: არქიტექტურა

ასისტენტ-პროფესორი

  • 2 ვაკანსია – მიმართულება: არქიტექტურა

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

  • 2 ვაკანსია – მიმართულება: ფსიქოლოგია
  • 1 ვაკანსია -მიმართულება: სისხლის სამართალი

ასისტენტ-პროფესორი

  • 1 ვაკანსია -მიმართულება: სისხლის სამართალი
  • 1 ვაკანსია -მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
  • 2 ვაკანსია -მიმართულება: საჯარო სამართალი
  • 1 ვაკანსია -მიმართულება: საერთაშორისო სამართალი
  • 2 ვაკანსია -მიმართულება: ფსიქოლოგია
  • 1 ვაკანსია -მიმართულება: კერძო სამართალი

ჯანდაცვის ფაკულტეტი

ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა

პროფესორი

  • 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: ჯანდაცვა, დეტალური სფერო: მედიცინა, სპეციალობა: პედიატრია.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ვადები, დამატებითი ინფორმაცია
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები
  • უნივერსიტეტში ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორად  7(შვიდი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 9 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

 

  • უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად 5(ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

  • უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად 4(ოთხი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

 

შენიშვნა: აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  • პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  2. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  5. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის);
  6. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  7. პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 9 წლის/ ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

 

შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა უფასოდ განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  2. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის);
  3. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  4. ბოლო 5 წლის კლინიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

 

შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა უფასოდ განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია)  (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  8. სპეციალური მომზადებისა ან/და გამოქვეყნებული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  9. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ;

შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა უფასოდ განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

ვადები, დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 2 მარტიდან  2022 წლის 12 მარტის  ჩათვლით ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0178 თბილისი, შატილის ქ. №4 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eeu.edu.ge

საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2022 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 26 მარტის  ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 30 მარტისა.

032 248 01 41
hr@eeu.edu.ge

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პირობებში“
2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა EEU-ში დაიწყო!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University