აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ ყოველწლიურ სტუდენტურ პროექტში „საქართველოს უნივერსიადა ზამთრის სახეობებში 2026“, რომელიც დაბა ბაკურიანში გაიმართა.
ღონისძიებების მიზანი იყო საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, ასევე – სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველოს უნივერსიადას ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში.
EEU-მ განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზა გიგანტური სლალომის კატეგორიაში, გოგონათა შეჯიბრში. საპრიზო ადგილები არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, სოფიო ბაიდაურმა მოიპოვა:
- გიგანტურ სლალომი (სნოუბორდი) – I ადგილი
- გიგანტურ სლალომი (თხილამური) – II ადგილი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს საქართველოს უნივერსიადაში წარმატებულ მონაწილეობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას!
















