აღმოაჩინე სტუდენტური ცხოვრება ახლოდან!
EEU Shadowing პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, ერთი დღით გახდე სტუდენტი — დაესწრო რეალურ ლექციებს, ჩაერთო საუნივერსიტეტო აქტივობებში და პირადად გაიცნო გარემო, რომელიც მომავალში შეიძლება შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შემდეგ ლექციებს:
- პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი – სახელშეკრულებო სამართალი;
- პროფესორი მერაბ ბოლქვაძე – ქალაქმშენებლობის თეორია;
- ასოცირებული პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი – გავლენის ფსიქოლოგია.
- პროფესორი ვასილ კიკუტაძე – ეკონომიკის პრინციპები;
- ასოცირებული პროფესორი გიზო ჭელიძე – საჯარო პოლიტიკა;
- ასოცირებული პროფესორი ნათია დაღელიშვილი – ექსპორტის მენეჯმენტი; მარკეტინგული კვლევა;
Shadowing პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რეალურად გამოსცადონ სტუდენტური ცხოვრება და უფრო მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/FJkmavSiZwuo8BUDA
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!


