აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოდ!
გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელი უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოდ!
გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელი უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული საკითხების კოლეგიური გადაწყვეტის გზით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვისა და საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არჩეული წევრების სტატუსით შედიან უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. საბჭოს არჩეული წევრი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 4-4 წევრით, უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან თითო-თითო წევრი.
წარმომადგენლობითი საბჭოს აკადემიური პერსონალი და სტუდენტი წევრები აირჩევიან შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების მიერ, რომელიც განიხილავს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველთა წარმოდგენილ დასაბუთებულ განცხადებებს. აფასებს კანდიდატების მოტივაციას და საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას. ასევე, უფლებამოსილია სურვილის შეთხვევაში გაესაუბროს კანდიდატებს.
ფაკულტეტის საბჭო სხდომაზე კენჭისყრის გზით იღებს გადაწყვეტილებას იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომლის მონაწილეობასაც წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მიიჩნევს პროდუქტიულად.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველმა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის აფილირებულმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა 2026 წლის 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დასაბუთებული განცხადება უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Education@eeu.edu.ge