2025 წლის 10 აპრილს გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიება. ღონისძიება მოიცავს პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექციას, ასევე მისი რედაქტორობით გამოცემული საერთაშორისო ჟურნალის პრეზენტაციასა და ემერიტუსი პროფესორის აკადემიური წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიას.
2025 წლის 10 აპრილს გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიება. ღონისძიება მოიცავს პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექციას, ასევე მისი რედაქტორობით გამოცემული საერთაშორისო ჟურნალის პრეზენტაციასა და ემერიტუსი პროფესორის აკადემიური წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიას.პროფესორ პოლ გიბსის მიღწევები, რომელიც უკავშირდება მისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებას:
- პოლ გიბსი არის მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი განათლების ფილოსოფიის მიმართულებით. მისი მუშაობა ტრანსდისციპლინურ საგანმანათლებლო კვლევაზე მოიცავს კროს-კულტურული კვლევის ჯგუფს, რომელიც სწავლობს ბედნიერებას და ნდობას უმაღლეს განათლებაში. მისი მიდგომა დამყარებულია ჰაიდეგერის, დუნს სკოტუსის და დელიოზის ნაშრომებსა და ბასარაბ ნიკოლასკუს თეორიულ მსჯელობებზე.
- მისი ავტორობით გამოცემულია 20-ზე მეტი წიგნი სხვადასხვა საკითხებზე, არის 110-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, განათლების ძირითადი მოაზროვნეების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების SpringerBriefs-ის სერიის რედაქტორი, EEU-ში არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სადოქტორო საზაფხულო სკოლების ორგანიზატორი;
- პოლ გიბსმა მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) განათლების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავა და ხელმძღვანელობს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამას, არის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არის სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
- პოლ გიბსი არის მიდელსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსსი პროფესორი და განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი, სიდნეის უნივერსიტეტის (UTS ) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის (TEXAS, USA) და New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
ღონისძიების პროგრამა და განრიგი
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სორბონის უნივერსიტეტის სპეციალური გამოცემა, რომელიც ციტირებს მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და გამოიცა პროფესორ პოლ გიბსის ხელმძღვანელობით.
ჟურნალის რედაქტორი: პროფესორი ლუიზ დელინგვოთერ (სორბონის უნივერსიტეტი & EEU)
სარედაქციო კოლეგიის წევრები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან: პროფესორი პოლ გიბსი (მიდლსექსის უნივერსიტეტი & EEU); პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, პროფესორი დავით სიხარულიძე, ნათია გეგელაშვილი
ღონისძიების II ნაწილი – პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექცია, 16:00-18:00 სთ, 401 საკონფერენციო დარბაზი
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი: პროფესორ პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია
სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები.
განხორციელების განრიგი: 10.04.2025, 14:00-16:00 საათი
ხანგრძლივობა: 4 საათი
ფორმატი და ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ნაწილი 1 – EEU ბიბლიოთეკა, ნაწილი 2 – საკონფერენციო დარბაზი 401)


