გსურს Erasmus+-ის დაფინანსებით გაემგაზავრო ევროპაში, ისწავლო ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში და მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება?
მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! გახდი ერასმუსელი!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერასმუს + სტიპენდიით ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის კონკურსს სტუდენტებისთვის.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი რუმინეთში, 12 ფაკულტეტითა და 21 000-ზე მეტი სტუდენტით.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის (ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის) სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა სრული დაფინანსებით გაცლითი ერთი სემესტრი გაატაროთ ბუქარესტში, ეზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებას, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება!
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით.
სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში!
სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები: 01/11/2022 – 06/11/2022
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ EEU–ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.