აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტი არის მუდმივმოქმედი კოლეგიური ორგანო, რომელიც განიხილავს ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის პრეტენზიებსა და საჩივრებს უნივერსიტეტში ეთიკური ქცევის, ინტერესთა კონფლიქტის, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და სხვა ეთიკური დარღვევების შესახებ.
შენიშვნა: ეთიკის კომიტეტის მანდატი არ მოიცავს კვლევის ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევის ეთიკა რეგულირდება უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის დამოუკიდებელი მექანიზმებით.


