flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები (FAQs)

1. რა არის ეთიკის კომიტეტი?
2. რა საკითხებზე შემიძლია მივმართო ეთიკის კომიტეტს?
3. რა საკითხებს არ განიხილავს ეთიკის კომიტეტი?
4. ვინ შეიძლება მიმართოს ეთიკის კომიტეტს?
5. შემიძლია თუ არა საჩივრის ანონიმურად წარდგენა?
6. როგორ არის დაცული კონფიდენციალურობა?
7. რა არის შურისძიებისგან დაცვის პრინციპი?
8. რამდენ ხანში განიხილება საჩივარი?
9. რა ხდება საჩივრის განხილვის შემდეგ?
10. შემიძლია თუ არა ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
11. სად შემიძლია საჩივრის წარდგენა?
12. სად ვიპოვო დამატებითი ინფორმაცია?
1. რა არის ეთიკის კომიტეტი?

ეთიკის კომიტეტი არის უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი კოლეგიური ორგანო, რომელიც განიხილავს ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ეთიკური ქცევის, ინტერესთა კონფლიქტის, დისკრიმინაციისა და შევიწროების შესაძლო შემთხვევებს.

2. რა საკითხებზე შემიძლია მივმართო ეთიკის კომიტეტს?

ეთიკის კომიტეტს შეგიძლიათ მიმართოთ, თუ საკითხი უკავშირდება:

 

  • ეთიკური ქცევის შესაძლო დარღვევას;
  • ინტერესთა კონფლიქტს;
  • დისკრიმინაციას;
  • შევიწროებას ან არაეთიკურ მოპყრობას;
  • ადმინისტრაციული ან ინსტიტუციური ეთიკის საკითხებს.

3. რა საკითხებს არ განიხილავს ეთიკის კომიტეტი?

ეთიკის კომიტეტის მანდატი არ მოიცავს კვლევის ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევის ეთიკა რეგულირდება უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის ცალკე მექანიზმებით.

4. ვინ შეიძლება მიმართოს ეთიკის კომიტეტს?

ეთიკის კომიტეტს შეუძლია მიმართოს:

  • სტუდენტმა;
  • აკადემიურმა პერსონალმა;
  • ადმინისტრაციულმა პერსონალმა;
  • ნებისმიერ სხვა პირმა, რომელსაც გააჩნია კეთილსინდისიერი ინფორმაცია ეთიკური დარღვევის შესახებ.

5. შემიძლია თუ არა საჩივრის ანონიმურად წარდგენა?

დიახ. საჩივრის ან პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ანონიმურად, თუმცა, საკონტაქტო ინფორმაციის მითითება ხშირად ამარტივებს დამატებითი დეტალების დაზუსტებას და საკითხის ეფექტიან განხილვას.

6. როგორ არის დაცული კონფიდენციალურობა?

ეთიკის კომიტეტი უზრუნველყოფს:

 

  • განცხადებების კონფიდენციალურ განხილვას;
  • პერსონალური მონაცემების დაცვას;
  • ინფორმაციის გამოყენებას მხოლოდ განხილვისა და რეაგირების მიზნით.

პერსონალური მონაცემები არ ქვეყნდება და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. რა არის შურისძიებისგან დაცვის პრინციპი?

უნივერსიტეტში აკრძალულია ნებისმიერი ფორმის შურისძიება იმ პირის მიმართ, რომელმაც კეთილსინდისიერად მიმართა ეთიკის კომიტეტს ან ითანამშრომლა განხილვის პროცესში.

შურისძიება წარმოადგენს ეთიკურ დარღვევას და იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. რამდენ ხანში განიხილება საჩივარი?

ეთიკის კომიტეტი:

  • საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ახორციელებს საწყის შეფასებას;

განხილვის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა იღებს გადაწყვეტილებას.

9. რა ხდება საჩივრის განხილვის შემდეგ?

განხილვის დასრულების შემდეგ ეთიკის კომიტეტი:

  • გასცემს დასკვნას ან რეკომენდაციას;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართავს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირების მიზნით;
  • განმცხადებელს აწვდის ინფორმაციას განხილვის დასრულების შესახებ (პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე).

10. შემიძლია თუ არა ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება?

დიახ. ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში დადგენილი წესითა და ვადებით.

11. სად შემიძლია საჩივრის წარდგენა?

საჩივრის ან პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია:

  • ელექტრონული ფოსტით: ethics@eeu.edu.ge
  • უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ ფორმის საშუალებით.

12. სად ვიპოვო დამატებითი ინფორმაცია?

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია:

  • ეთიკის კომიტეტის დებულებაში;
  • უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და სხვა შიდა პოლიტიკებში;
  • ეთიკის კომიტეტის წლიურ ანგარიშებში, რომლებიც ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

  • ეთიკის კომიტეტის შესახებ
  • ანონსები
  • საჩივრის/პრეტენზიის ფორმა
  • ხშირად დასმული კითხვები (FAQs)
  • სასარგებლო ბმულები, ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტები
  • კონტაქტი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© East European University