flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სასერტიფიკატო კურსი: ფილოსოფიური საუბრები

სასერტიფიკატო კურსის შესახებ
კურსს გაუძღვებიან სპიკერები
კურსის თემატიკა/პროგრამა
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ფორმატი
კურსზე რეგისტრაცია:
სერტიფიკატი
სასერტიფიკატო კურსის შესახებ
2022 წლის სექტემბრიდან, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, ყველა დაინტერესებული პირისთვის იწყება სასერტიფიკატო კურსი: ფილოსოფიური საუბრები.

გთავაზობთ მრავალფეროვან და მოქნილ საგანმანათლებლო კურსს პრაქტიკოსი ლექტორებისაგან, დარგის ექსპერტებისგან.

გაძლევთ შესაძლებლობას, გამოგვყვეთ ფილოსოფიური ფიქრისა და მსჯელობის ლაბირინთებში და ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ფილოსოფიურ საკითხებზე, ადამიანის ექსისტენცისა და სამყაროს კანონზომიერებებზე.

კურსის მიზანია, მსმენელს დაანახოს, რომ ფილოსოფია თავისი არსით წარმოადგენს არა მხოლოდ ერთ-ერთ საუნივერსიტეტო დისციპლინას, არამედ უპირველესად – ცხოვრების წესს და ადამიანური ექსისტენციის ერთ-ერთ მთავარ ფორმას.

კურსი მსმენელს აზიარებს ფილოსოფიური აზროვნების და ფილოსოფიური მიდგომების განსაკუთრებულობას, შესძენს ფილოსოფიის ძირითადი საფიქრალის და საზრისების ცოდნას. მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩართული საუბრებში. მოხდება კურსის ჩაწერა და მონაწილეთათვის ვიდეო ვერსიების გაზიარება.

კურსს გაუძღვებიან სპიკერები
  • ზაზა შათირიშვილი – პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი);
  • ლევან ტატიშვილი – პროფესორი (აგრარული უნივერსიტეტი);
  • ირმა წერეთელი – ასოცირებული პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
  • ლაშა მათიაშვილი – ასოცირებული პროფესორი (თავისუფალი უნივერსიტეტი);
  • ლაშა ხარაზი – ასისტენტ-პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)

კურსს გაუძღვება მოდერატორი: ირმა წერეთელი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი.

კურსის თემატიკა/პროგრამა
  1. ფილოსოფია, როგორც ჭვრეტითი ცხოვრება
  2. პლატონი: მითოსი და დიალექტიკა; პლატონოპოლისი
  3. არისტოტელეს პოლიტიკა: პოლიტიკის თეორიის საწყისებთან
  4. არისტოტელე და ფილოსოფიის ინტერკულტურული ტრანსლაცია
  5. კანონი, სურვილი და ბრალი: პავლე მოციქული და ფსიქოანალიზი
  6. ქრისტიანული ფილოსოფიის ორი ქრონოტოპოსი: სქოლასტიკა და მისტიკა
  7. ფილოსოფიის მოდერნის ეპოქა – კარტეზიული პარადიგმა: დეკარტი – ჰეგელი – მარქსი
  8. სპინოზას ეთიკა – წიგნი ყველასათვის
  9. ადამიანის არსება ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში; ფილოსოფია როგორც უსახლკარობა (ექსისტენციალიზმი)
  10. უცნობი ნაცნობის დიალექტიკა XX საუკუნის ფილოსოფიაში (გეორგ ზიმელი და ზიგმუნდ ბაუმანი)
  11. კლასიკური რეტორიკა – ლიტერატურის, სამართლის და პოლიტიკის რეტორიკული ტრადიცია
  12. სიცოცხლის კონცეპტი დელიოზის ფილოსოფიაში
  13. ფილოსოფია დღეს: ფილოსოფიური ცხოვრების სამი პარადიგმა პოსტმოდერნის ეპოქაში
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ფორმატი
კურსის ხანგრძლივობა და დაწყების თარიღი

  • საკონტაქტო დღეების რაოდენობა: 13 შეხვედრა
  • შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: კვირაში ერთი შეხვედრა (ყოველ პარასკევს)
  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი (19:00-21:00)
  • კურსის დაწყების თარიღი: 03.06.2022

სამუშაო ენა: ქართული

კურსი განხორციელდება პირისპირ ფორმატში

შეხვედრების განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU); მისამართი: ქ. თბილისი, ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ: https://eeu.edu.ge/contact/)

კურსზე რეგისტრაცია:

კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/fyz7PUea7aZMPAM37

თითო ლექციის ღირებულება: 50 ლარი.

მსმენელს შეუძლია დარეგისტრირდეს მისთვის სასურველი ლექციების რაოდენობაზე ( ერთ ან მეტ ლექციაზე).

კურსის საფასურის გადახდის პირობები:

  • კურსის საფასურის გადახდა, არჩეული ლექციების ოდენობის შესაბამისად (მაგალითად, 1 ლექცია – 50 ლარი, 2 ლექცია – 100 ლარი და ა.შ.), შესაძლებელია 2 აგვისტოს ჩათვლით.
  • გადახდა შესაძლებელია TBC, ,,პროკრედიტ ბანკისა” და ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერ ფილიალში.
  • გადახდის დროს აუცილებელია სწორად იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
  • საბანკო ანგარიშები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/sabanko-angarishi/

სერტიფიკატი

მსმენელს, რომელიც გაივლის სრულ კურსს (13 ლექცია), გადაეცემა სერთიფიკატი.

მარიამ ლიკლიკაძე - EEU უწყვეტი განათლების ცენტრის სპეციალისტი
+995 595 101 191
llc@eeu.edu.ge

2022 წლის გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე
საჯარო ლექცია – გამოფენა: ,,მწვანე ქალაქის კონცეფცია – სტუდენტური შემოქმედება’’

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University