ეკატერინე გიგაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
განათლების მეცნიერებათა დოქტორი
მიმართულება: განათლება
ეკატერინე გიგაშვილი არის აღმოსავლეთე ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებებში. ეკატერინე, 2021 წლიდან არის ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების კოორდინატორი, ასევე, 2022 წლიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) კურიკულუმის და სასწავლო რესურსების შექმნის კონსულტანტი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი.
ეკატერინე გიგაშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის სპეციალისტი, UNIGEF – ინკლუზიური და სკლამდელი განათლების მხარდაჭერის პროექტის ტრენერი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში სპეციალური მასწავლებლის განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე და ასევე, იმავე ორგანიზაციის არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი და განათლების ფასილიტატორი.
ეკატერინე გიგაშვილი არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, პროექტის მონაწილე და პუბლიკაციების ავტორი.