გიორგი მეგრელიშვილი (პროფესორი)
მედიცინის დოქტორი;
მიმართულება: მედიცინა, სპეციალობა – ქირურგია, ონკო-ქირურგია
გიორგი მეგრელიშვილი არის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილებით. 2012 წ-დღემდე არის ღია გულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი. მიღებული აქვს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატები ზოგად ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიაში, კლინიკურ ტრანსფუზიოლოგიაში, ენდოკრინულ და თორაკალურ ქირურგიაში, აგრეთვე ლაპაროსკოპულ ქირურგიაში.
ის მუშაობდა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც თანმიმდევრობით იკავებდა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების მედპერსონალის, უფროსი ლაბორანტის, მეცნიერ-თანამშრომლის, ქირურგიული ბრიგადის ხელმძღვანელისა და ზოგადი ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციებს.
კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მას გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი ქართულ და უცხოურ გამოცემებში. მისი სტატია „Comperative assessment of liver tubular structures re-growth in right anatomical half of liver left after hemihepatectomiy or transplanted auto topically in experimental study“ – 2001 წელს ევროპის ქირურგთა ასოციაციის მიერ აღიარებული იქნა საუკეთესო ნაშრომად.
გიორგი არის ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი როგორიცაა: ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება (International Society of Surgery), ევროპის ქირურგთა საზოგადოება (European Society of Surgery), ევროპის ქირურგიული ონკოლოგიის საზოგადოება (European Society of Surgical Oncology), ქირურგთა, გასტროენტეროლოგებისა და ონკოლოგების საერთაშორისო ასოციაცია (International Association of Surgeons, Gastroenterologists and Oncologists).