flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU აცხადებს 2022-2023 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსს!


2022-2023 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულად ამოქმედება, ახალი ცოდნის შექმნა,  მკვლევართა საერთაშორისო აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვის წახალისება.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი:
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
საკონსულტაციო განრიგი:
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი:
  • კონკურსისთვის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდიდან გამოყოფილია – 40 000 ლარი.
  • დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (უფლებამოსილი სუბიექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ „2022-2023 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში“).
  • თითოეულ კვლევით პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
  • პროექტის ხანგრძლივობა – 12 თვე;
  • დეტალური ინფორმაცია 2022-23 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების შესახებ იხ. ბმულზე.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან – 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge.

  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
  • დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტების სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა – 2023 წლის 10 მარტი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2023 წლის 15 მარტი;
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილმა სუბიექტებმა დადგენილ ვადებში  უნდა წარმოადგინონ საგრანტო პროექტის განაცხადი ხელმოწერილი და დასკანერებული სახით თანდართულ დოკუმენტებთან ერთად:

  1. საპროექტო განაცხადი ქართულ ენაზე (დანართი 1);
  2. საპროექტო განაცხადის წინადადება ქართულ ენაზე (დანართი 2);
  3. პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 3);
  4. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 4);
  5. პროექტში კვლევის ეთიკის საკითხების გათვალისწინება და უზრუნველყოფა (დანართი 5);
    დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კვლევის ეთიკის სტანდარტი.
  6. უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ;
  7. პროექტის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  8. პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, დოქტორანტის/ მაგისტრანტის, ბაკალავრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სწავლის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან);
  9. კვლევით პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების) პროფესიული რეზიუმეები.
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

კონკურსში წარმოდგენილი საგრანტო პროექტები შეფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით:  კვლევითი პროექტის სამეცნიერო ღირებულება და პროექტის განხორციელება.

დეტალური ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ იხ. ბმულზე.

საკონსულტაციო განრიგი:

საკონსულტაციო შეხვედრა ფაკულტეტების შესაბამისად გაიმართება 2022 წლის 1 დეკემბერიდან და 2022 წლის 15 დეკემბრამდე.

საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge.

ი.ენუქიძის N6
ნათია გეგელაშვილი, 599 014 411
sciencepapers@eeu.edu.ge

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:“მეცნიერება, ხელოვნება და განათლება საჯარო და კერძო პარტნიორობის პრიზმაში ახალ პირობებში”
დამოუკიდებელი ინსპექტორის ზურაბ აზნაურაშვილის შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University